3 ივლისს, 07:00-დან 14:00-მდე, უნივერსიტეტის ქუჩის კუთხიდან "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურამდე თამარაშვილის ქუჩა დაიკეტება. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება ავტორბოლა.
შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი. კერძოდ, ვაკიდან მეტრო "დელისისკენ" მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები თამარაშვილის ქუჩიდან გადაუხვევს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მობრუნდება ხიდზე, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გავლით გავა ვაჟა ფშაველას გამზირზე და გააგრძელებს გზას დადგენილი მარშრუტით.
მეტრო "დელისიდან" ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარაშვილის ქუჩიდან ჩავა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე, შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და გურამ ავალიშვილის ქუჩების გავლით მოხვდება ჭავჭავაძის გამზირზე და მობრუნდება ვაკის პარკთან.