გუშინ საფრანგეთში მიმდინარე ფეხბურთელთა ევროპის პირველობაზე მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყო. პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა თერთმეტმეტრიანების სერიაში პოლონეთის ნაკრები დაამარცხა და ნახევარფინალური სტადიის საგზური მოიპოვა.
ამ შეხვედრის შემდეგ გამოცემა „ARD“ მიუნჰენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ესაუბრა.
"მიმდინარე ევროპის პირველობა პარადოქსებითაა აღსავსე. ნახევარფინალში იასპარეზებს გუნდი რომელსაც ძირითად დროში გამარჯვება ჯერ ვერ მოუპოვებია.
პორტუგალიას დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნამ დაგვაღალატა.
არ მინდა პორტუგალიის ნაკრებზე აუგის თქმა გამომივიდეს, მაგრამ ეს გუნდი ნახევარფინალში ადგილს არ იმსახურებდა.
რაც შეეხება პოლონეთის ნაკრებს. პორტუგალიასთან მარცხი უნდა დავივიწყოთ და მსოფლიოს 2018 წლის პირველობის საკვალიფიკაციო შეხვედრებისთვის მზადება დავიწყოთ." – განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.
Sport-express.ru