ესპანური სპორტული მასმედიის ცნობით, ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი კარიერას კატალონიის დედაქალაქში გააგრძელებს.
რამდენიმე საათის წინ ნეიმარმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის განცხადება გამოაქვეყნა:
„ბედნიერი ვარ. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ოცნება მიგრძელდება. წინ კატალონია, წინ „ბარსელონა“.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ პელეს ახალგარდა თანამემამულე კარიერის გაგრძელებას მადრიდის „რეალში“ აპირებდა. ამ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 24 წლის თავდამსხმელს ზღაპრულ ანაზღაურებას პირდებოდა.
საბოლოოდ საღმა აზრმა იმარჯვა და ნეიმარმა კატალონიის დედაქალაქში დარჩენა არჩია.
გუშინ "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ ოფიციალურად განაცხადა რომ უახლოეს დღებში ბრაზილიელი შემტევი ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
Eurosport.ru