მიუხედავად ამისა, ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, პოლიციის და პატრულის ერთი ავტომანქანაც არ გამოჩენილა. სიტუაციას “ქართული ოცნების” საორგანიზაციო ჯგუფის წევრები აკონტროლებდნენ. თუმცა “გურია ნიუსმა” შეამჩნია გურული სამართალდამცველები, რომლებიც ყურადღებით ათვალიერებდნენ იქ ჩასულ ადამიანებს და მანქანის ნომრებსაც ინიშნავდნენ.
აღსანიშნავია, რომ, ისევე, როგორც თბილისში, სანაგვე ურნები ქუთაისშიც ალაგებული იყო.