თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საგამოცდო ცენტრში გამოცდების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ელექტროენერგია გაითიშა.
ამის შესახებ ადგილიდან "გურია ნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება.
მისივე თქმით, ელექტროენერგიის გათიშვის გამო კომპიუტერები არ გათიშულა და აბიტურიენტები გამოცდის წერას განაგრძობენ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, კომპიუტერები ელექტროენერგიის გარეშე მუშაობას 6 საათის განმავლობაში შეძლებს.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე აღდგა.