"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ, მისი თანაშემწე გენდერული თანასწორობის საკითხებში ნია მექვაბიშვილი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ და გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად შრომითი ურთიერთობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვას ასახელებენ.
ნია მექვაბიშვილი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრია. ის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.