ჰაიტიში 72 საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამას წინ უძღოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიარაღებული პირების შეჭრა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები, ხოლო ციხიდან 4 000 პატიმარი გაიქცა.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ ციხეში – ერთი დედაქალაქში და მეორე ახლომდებარე Croix des Bouquets-ში – შტურმი განხორციელდა შაბათ-კვირას. “დაუმორჩილებლობის” აქტები საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.