სარკინიგზო კატასტროფა მოხდა იტალიაში. სამგზავრო მატარებელი, რომელიც ქალაქ კრემონადან მილანში მიემგზავრებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა. კატასტროფის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და ასამდე კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 10 ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ავიაციაცაა ჩართული.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ვაგონების გადაბმის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.