გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.
„4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერისტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.
შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.
ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე(საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.






























































