ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 4 ოქტომბერს სწავლა სასკოლო გრემოში გაგრძელდება. მისივე თქმით, სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით წინადადებებს ამზადებს.
„სკოლების გახსნა და ამ მდგომარეობის შენარჩუნება არის ჩვენი მთავარი მიზანი. მნიშვნელოვანია, სკოლა რომ გაიხსნება, შემდეგ აღარ მოგვიხდეს მისი ისევ დახურვა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ უკვე საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა. მანამდე მნიშვნელოვანია, რომ სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ქვეყანაში და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.