4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს,_ ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გელაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე ამ ეტაპზე სულ 62 პირია დაკავებული.
როგორც გელაძემ განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
გარდა ამისა, გელაძის განცხადებით, ძებნაშია ორი პირი. მათ შორის ერთ-ერთი გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილია.



































































