“პუბლიკას” ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა.
ამ საქმეზე ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.
მათგან სამს ბრალად ორი მუხლი აქვს წარდგენილი, ათს კი ერთი მუხლი. კერძოდ:
ბექა მაჭავარიანს, მანუჩარ მიქელაძეს, გიორგი კირვალიძეს:
· სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
· ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, კობა ეპიტაშვილი, საბა კორძაია:
· ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.



































































