ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში ცენტრალურ გზაზე ამავე სოფლის მკვიდრს მარინა მურვანიძე-ცერცვაძეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა 13 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქალი გზაზე ჩანთით ხელში მიდოდა, რა დროსაც ავტომობილი უკნიდან დაეჯახა. სამწუხაროდ, შემთხვევის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.
ქალბატონი ცხოვრობდა “მერიის ბინებად” წოდებულ საცხოვრებელ კორპუსში. მისი 4-ვე შვილი მცირეწლოვანია.
“გურია ნიუსი” მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. დამატებით დეტალებს მალე შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]