1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფის „რაინშტადიონზე” თბილისის „დინამომ” 2:1 დაამარცხა იენის „კარლ ცაისი” და ევროპის თასების მფლობელთა თასი აღმართა.
ცენტრალური ტელევიზიის I პროგრამის პირდაპირი ეთერით გადაცემული ეს მატჩი და, შესაბამისად, ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით მოპოვებული გამარჯვება (2:1), მთელმა საქართველომ ნახა… უფრო ზუსტად, ნახა და მოისმინა კოტე მახარაძის ემოციური კომენტარით, რომელიც გოლებთან, თამაშის ცალკეულ ეპიზოდებთან და მატჩის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან ერთად სამუდამოდ ჩარჩა ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში.