https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კომენტარები საჯარო მოხელის თავხედობაზე

3:06; 12.06.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კორნელი კუკულავა, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში: _ ვნახე ფოტოები თქვენ ვებგვერდზე. ძალიან ცუდი ფაქტია _ ჩოხატაურელებს ასეთი რამ არ გვეკადრება. ძალიან შევწუხდი. იმედია, ხელმძღვანელობა ისე მოიქცევა, როგორც საჭიროა. მე არ ვიცი, ეს ვის მიმართ გააკეთა საჯარო მოხელემ, მაგრამ რაც მოხდა, ცუდი ფაქტია.

გოჩა შანიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში: _ ვნახე თქვენს ვებგვერდზე ფოტო მასალა და ძალიან შევწუხდი. მართლა ცუდი ფაქტია. მე არ ვიცი, რა და როგორ იყო, მაგრამ რაც მოხდა, შემაწუხებელია.

ვახტანგ ბალავაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი: _ თქვენ თუ მაგაზე სერიოზული შეკითხვა არ გქონიათ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

_ თქვენ ფიქრობ, რომ ეს არასერიოზული შეკითხვაა?

_ აბა, თუ იმას მეკითხებით, რომ ვიღაცამ ვიღაცას თითი დაანახა, მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?

_ ჩვენ საჯარო მოხელეზე ვსაუბრობთ. თანამდებობის პირის ასეთი საქციელი ნორმალურია?

_ საჯარო მოხელის კი არა, ვინც არ უნდა იყოს, არ არის ნორმალური, რომ ასე მოიქცეს და ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს.

_ ასეთი ადამიანი უნდა მუშაობდეს საჯარო სამსახურში?

_ საჯარო სამსახურში ადამიანების აყვანას, გაგდებას, შესაბამისი კანონი არეგულირებს. მორალურად თუ მეკითხებით, რა თქმა უნდა მიუღებელია. თუმცა, როცა ადამიანის გაგდებაზეა საუბარი, ბევრი პროცედურაა გასავლელი. ეს ადამიანი კონკურსის წესითაა აყვანილი, სანამ გაუშვებ, უნდა გამოუცხადო საყვედური და ა.შ და ა.შ. ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

_ ბატონო ვახტანგ, ჩოხატაურში კონკურსის წესით არ ნიშნავენ ადამიანებს.

_ უნდა ნიშნავდნენ.

_ გეთანხმებით, მაგრამ ასე არ ხდება. ზოგადად, გურიაში ეს ტენდენცია არ არსებობს.

_ მაგაში ვერ დაგიჯერებთ, იმიტომ, რომ შეიძლება, თქვენ არ გაქვთ ეს ინფორმაცია(?!).

_ ეს ფაქტებია და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ…

_ აუცილებლად, _ გვითხრა ბალავაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევას კანონის შესაბამისი რეაგირება მიეცემა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანტონ ხუნდაძის თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს:

_ არ ვიცი. არ მჯერა, რომ ლევანმა ასეთი რა იკადრა. არც ის, ვიცი რა სიტუაცია იყო.

_ ბატონო ანტონ, სიტუაციას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ფაქტია…

_ თუ კანონის მხრივ გაინტერესებთ, ამას კანონი არ არეგულირებს და სხვა შემთხვევაში, არასამუშაო საათებში რას აკეთებს საჯარო მოხელე, ჩემი საქმე არ არის.

_ და ვისი საქმეა? თქვენ ხომ საკრებულოს თავმჯდომარე ხართ?

_ მართლა არ ვიცი, რა მოხდა. გავერკვევი. ვნახავ ფოტოებს და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს.

გია გიორგაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

_ არ ვიცი, პრესამსახურს ჰკითხეთ.

_ ბატონო გია, ჩვენ თქვენი სუბიექტური აზრი გვაინტერესებს. როდესაც საჯარო მოხელე ასე იქცევა, უნდა მუშაობდეს თუ არა საჯარო სამსახურში?

_ არ ვიცი, არ მაქვს ამაზე ჩემი სუბიექტური აზრი(?!).

ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება არც გამგებლის მეორე მოადგილეს, დიმიტრი კორიფაძეს აღმოაჩნდა. როგორც ყოველთვის, მან მოუცლელობა დაასახელა და კომენტარი არ გააკეთა.

ლანჩხუთის გამგებლის მოადგილის, კახა ასკურავას თქმით, ეს ფაქტი კონკრეტული პირის უზრდელობაზე მიანიშნებს. ასკურავას განმარტებით, კითხვაზე _ უნდა მუშაობდეს თუ არა ასეთი ჩინოვნიკი საჯარო სამსახურში, პასუხის გაცემა მისი პრეროგატივა არ არის.

ჩვენ შევეცადეთ ჩხიკვაძის უშუალო ხელმძღვანელის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, უშედეგოდ _ გამგებელი 2 დღის განმავლობაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა გურიის გუბერნატორის მოადგილემ, ლელა თავართქილაძემ. გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, როცა საჯარო მოხელე ასე იქცევა, ძალიან ცუდია:

_ ძალიან ცუდი ფაქტია. გავერკვევი დეტალებში და აუცილებლად მივიღებ შესაბამის ზომებს.

ამ ფაქტს, ბიძინა ივანიშვილის პრესპიკერი, მაია ფანჯიკიძეც აფასებს:

_ საჯარო მოხელე კი არა, ნორმალურ ქვეყნებში ნებისმიერი ადამიანი ისჯება ასეთი ჟესტისთვის. ეს, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, მაგრამ არ ეკადრება არც ერთ ზრდილობიან ადამიანს. მით უმეტეს, არ ეკადრება საჯარო მოხელეს. ეს არის ამ ფაქტის ძალიან ზოგადი შეფასება, _ ამბობს ფანჯიკიძე.

კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის წარმომადგენელს, მარინა სუნგულიას კი, აღნიშნულმა ფოტოებმა ცნობილი მწერლის სიტყვები გაახსენა:

_ მოვიშველიებ ცნობილი ქართველი მწერლის სიტყვებს: “შენს ქვეყანაში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო, ხოლო ქვეყნის გარეთ _ შენი ქვეყნის.” ამ სურათის ნახვისას ზუსტად ეს სიტყვები გამახსენდა და ასე ვიტყოდი _ მანქანაში მჯდომი “ნაცმოძრაობის” დესპანია და ძალიან კარგად ახასიათებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წარმომადგენელიც გახლავთ, _ აღნიშნავს სუნგულია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, კანონი კონკრეტული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საშუალებას იძლევა:

_ ბატონო თამაზ, არეგულირებს თუ არა რომელიმე კანონი ასეთ ქმედებებს და ითვალისწინებს თუ არა პასუხისმგებლობას?

_ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

აღნიშნული შემთხვევა სხვა არაფერია, თუ არა სამსახურის გარეთ ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ჩადენილი უღირსი საქციელი. შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ ეს ქმედება იმ დაწესებულების, რომელსაც მოხელე წარმოადგენს დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

_ ამ შემთხვევაში ითვალისწინებს თუ არა კანონი რაიმე სახის დასჯის მექანიზმებს?

_ ამავე კანონის შესაბამისად დისციპლინარული გადაცდომის თვის შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

_ ე. ი. კანონით ასეთი მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებაც შესაძლებელია?

_ რა თქმა უნდა, კანონი ამის საშუალებას იძლევა. პასუხისმგებლობის რომელ ზომას აირჩევს ხელმძღვანელის პრეროგატივაა. იგი უნდა გამოვიდეს იქედან, თავად როგორ აფასებს ამ მართლაცდა აღმაშფოთებელ ფაქტს, _ მიაჩნია იურისტს.

ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ ფეისბუქში. უამრავ კომენტარს შორის იყო ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ბერიძის კომენტარიც. ბერიძე მიიჩნევს, რომ ასეთი საჯარო მოხელე სამსახურიდან დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ:

_ ეს კონკრეტულად ამ ჩინოვნიკის სახეა და საერთოდ, საჯარო მოხელეებზე განზოგადებას თუ მოერიდებით, კარგი იქნება, _ ასეთი კომენტარი გაუკეთა ბერიძემ “გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას. კითხვაზე უნდა მოყვეს თუ არა ფაქტს რეაგირება, ძირძველი ნაციონალის პასუხი ასეთია:

_ უნდა მოყვეს. მე რომ მკითხო, სამსახურიდან დავითხოვდი. შეიძლება, ვინმე თვლიდეს, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა უკანდახევის ტოლფასია. ჩემი აზრით კი ეს ის შემთხვევაა, როცა “უკანდახევას” უფრო წინ მიჰყავხარ და ამ მხრივ მართლაც გვაქვს სამუშაო.

ფოტოები და ტექსტური მასალა უშიშროების საბჭოს უწყებათშორის კომისიას. ვნახოთ, შეეცდება თუ არა “ნაცმოძრაობა” საკუთარ სახედ დატოვოს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებულ სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სს სს წყალი მარგებელი აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10 თებერვალი, 2026

საავტორო უფლებების დაცვა

გაეხვევა თუ არა ქართული ფეხბურთი მორიგ სკანდალში?

ყველა სიახლე

საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებულ სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10.02.2026
საზოგადოება

სს სს წყალი მარგებელი აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10.02.2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

16:21; 10.02.2026
ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10.02.2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი

10:10; 10.02.2026
პოლიტიკა

პიტერ სიიარტო – ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიჩნევს, რომ საქართველო დისტანციაზე უნდა ჰყავდეს

10:04; 10.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

10:00; 10.02.2026
ზაფრანი

წელიწადის რომელ დროს რა უნდა აკეთოს ადამიანმა   

9:51; 10.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მოღალატე და ერთგული ზოდიაქოს ნიშნები   

9:49; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო