საბავშვო ქინდერ შოკოლადი და 20-ზე მეტი სახეობის ჩიფსები კარცეროგენების სახიფათო რაოდენობას შეიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIK KAVKAZA გერმანული ორგანიზაცია FOODWATCH-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გერმანულმა ორგანიზაციამ აღნიშნული პროდუქცია გამოიკვლია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ნაწარმი კიბოს გამომწვევ საშიშ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს.
"აღნიშნული საკვები მინერალური ზეთებითაა გაჯერებული, რაც ადამიანის ორგანიზმში გროვდება და გარკვეული დროის შემდეგ სხვადასხვა ორგანოებს აზიანებს, განსაკუთრებით რისკის ქვეშ ბავშვები არიან,"_აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორც ცნობილია, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოში მინერალურ ზეთებს კიბოს გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ.

































































