ქალაქ ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალურ ფესტივალის გახსნას არაერთი ცნობილი სახე, მსახიობები, კრიტიკოსები და რეჟისორები დაესწრნენ.
თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ მსგავსი ფესტივალების არსებობა რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია.
"რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები და თან ეს ყველაფერი ხდება რეგიონში. ხშირ შემთხვევაში რეგიონში ერთი კულტურული დაწესებულება ფუნქციონირებს და ის დაწესებულება ცდილობს იმ პერიოდში ეპიცენტრად აქციოს თეატრალური საზოგადოების ნაწილი, ამჯერად ეს ხდება ოზურგეთში. ამაზე მნიშვნელოვანი მგონი არაფერია. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მხარში ვედგები ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალურ ფესტივალს. გისურვებთ წარმატებას და ოზურგეთელებო იარეთ თეატრში." – გვითხრა ნიკა წულუკიძემ.