აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგა.
აღნიშნულის შესახებ ხაბაძემ რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხაბაძის გადადგომის შემდეგ აჭარის მტავრობა იშლება. თუმცა, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე, დროებით მთავრობას ისევ ხაბაძე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ ხაბაძის გადადგომის შესახებ ორი დღის წინ „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში აჭარის უზენაესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემ განაცხადა. თუმცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურში „გურია ნიუსს“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
ამავე თემაზე:
გადადგა თუ არა აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე
"ვაცადოთ, იქნებ არ მიდის არსად" – რას აცხადებენ აჭარის მთავრობაში ხაბაძის გადადგომაზე