აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ რეგიონში განხორციელებული საქმიანობის მოკლე შეჯამება წარადგინა და თანამდებობა დატოვა.
ხაბაძის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად დღეს გახდა ცნობილი. თუმცა, აჭარის უმღლეს საბჭოში რამდენიმე დღის წინაც აცხადებდნენ, რომ ხაბაძეს გადადგომა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. აღნიშნული "გურია ნიუსს" აღარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემაც დაუდასტურა.
"მინდა გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც აჭარაში მმართველი გუნდის განახლებისა და შემდგომი გაძლიერების მიზნით არის ნაკარნახევი.
მინდა მოკლედ გითხრათ ჩვენი მიღწევების შესახებ.
აჭარაში ჩვენი მმართველობის ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში რეგიონმა ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა.
მაქსიმალურად ვიცავდით დემოკრატიულ პრინციპებს:
აჭარის მთავრობა იყო ღია, გამჭვირვალე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი და სამართლიანი. რეგიონული მმართველობის არც ერთ პერიოდში, მსგავსი წინსვლა ამ მიმართულებით აჭარას არ ახსოვს.
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", _ აღნიშნა ხაბაძემ.
აწარის მტავრობის ყოფილმა მეთაურმა რეგიონში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებულ საქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი მიღწევებით ამაყობს.
"აჭარის ეკონომიკაში 2013-2015 წლებში ჩაიდო 838 მილიონი დოლარის ინვესტიცია; განვითარდა ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მთელი აჭარის მასშტაბით; სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტები კი საქართველოში ყველაზე წარმატებულად სახელდება; გაიზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული ნაკადების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია; განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.
მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის სოციალური მომსახურებისა და დაცვის სტანდარტი.
მე და ჩემი გუნდი ვამაყობთ ამ და სხვა მიღწევებით და ჩვენი ძალისხმევით, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ხალხისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას ემსახურებოდა.
ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა", _ განაცხადა ხაბაძემ.
მისივე თქმით, თანამდებობის დატოვების შემდეგ ის "ქართულ ოცნებასთან" ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას გეგმავს.
"მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის თავმდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, აქტიურად ჩავერთვები "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესებში, რათა გაგრძელდეს წინსვლა და განვითარება, რომელიც საქართველოში და აჭარაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო.
მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის.
მადლობა თქვენ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისათვისმადლობა ჩემი გუნდის წევრებს და ყველა საჯარო მოხელეს დაუღალავი შრომისთვის.
წარმატებას ვუსურვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში", _ აღნიშნა ხაბაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე:
აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე გადადგა
ვინ შეცვლის არჩილ ხაბაძეს – აჭარის მთავრობის ახალი მეთაურის ვინაობა სახელდება
გადადგა თუ არა აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე
"ვაცადოთ, იქნებ არ მიდის არსად" – რას აცხადებენ აჭარის მთავრობაში ხაბაძის გადადგომაზე