მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა, რასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ტაში მოყვა.
მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ორი დღის წინ გამოუტანეს. დაახლოებით ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.
პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებას (16 წლიანი პატიმრობა) ითხოვდა.