ბანგლადეშში ლოცვის დროს აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 9 დაშავდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევას 2 თავდამსხმელიც ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების დროს სალოცავად ქუჩაში 300-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი.
როგორც ცნობილია, ხელისუფლება მომხდარში „ისლამური სახელმწიფოს“ ჩართულობას უარყოფს, თუმცა დაჯგუფებამ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ძალადობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მსოფლიოში ისლამის კანონები არ დამყარდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას თქმით, თავდამსხმელები ისლამის მტრები არიან.
"არ დავუშვებთ ქვეყანაში ტერორისტულ ქმედებებს, მათ ვინც ეს ჩაიდინეს ისლამის მტრები არიან,"_განაცხადა შეიხ ჰასინამ.