გურია ნიუსში გამოქვეყნებულ მასალას "საიმიჯო კლიპი უკანალის გამოყენებით _ გუბერნატორის აღფრთოვანებული მოადგილე და განაწყენებული საზოგადოება" რამდენიმე წუთის წინ ოფიაციალური განცხადებით გამოეხმაურა "Bzhuzha race""
"მეგობრებო, გვინდა კომენტარი გავაკეთოთ იმ "გაუგებრობაზე" რაც მოყვა დღეს გავრცელებული ბჟუჟა რეისის ამსახველ ვიდეო რგოლს.
ვიდეოს ამ ვერსიაში, რომლის ქრონომეტრაჟიც არის 2 წუთი და 23 წამი, დაახლოებით 0,5 წამი ჩანს შიშველი უკანალი, რაზეც გურია ნიუსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და ბრალი დაგვდო ორგანიზატორებს და სპორტული ღონისძიების ოფიციალურ პარტნიორებს.
რაც შეეხება ამ ვიდეოს და მის შინაარს, ეს არ არის ამ სპორტული ღონისძიების ოფიციალური საიმიჯო კლიპი. ეს ვიდეო ერთ-ერთია იმ მრავალ ვიდეო რგოლებს შორის, რომლებიც ღონისძიებაში მონაწილეებმა გადაიღეს და დაამონტაჟეს შეჯიბრების შემდეგ. ანალოგიური შინაარსის ვიდეოები უამრავია ინტერნეტ სივრცეში და რა თქმა უნდა ღონისძიების ორგანიზატორები არ ვართ პსუხისმგებლები მათ შინაარსზე თუ საავტორო უფლებებზე.
რაც შეეხება ოფიციალურ საიმიჯო კლიპს. კლიპი დამზადების ფაზაშია და მასში გამოყენებული იყნება რამოდენიმე ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები. კლიპის საბოლოო ოფიციალურ ვერსიას წარმოგიდგენთ მისი დასრულების შემდეგ" _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Bzhuzha race ჩვენ კომენტარის გაკეთება მასალის მომზადების დროსაც შევთავაზეთ, თუმცა მათ განმარტების გაკეთება არ ისურვეს. აქვე იმასაც განვმარტავთ, რომ მასალაში, ორგანიზატორებისა და სპორტული ღონისძიების ოფიციალურ პარტნიორების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ლოგოები ვიდეოს ბოლოს გამოყენებულია, არაფერია ნათქვამი ( სტატია იხილეთ ლინკზე) და არც ის არის დაკონკრეტებული, რომ გამოქვეყნებული ვიდეო ოფიციალური საიმიჯო კლიპია.