თბილისის უბნების უმეტეს ნაწილს, ხვალ, ელექტრო ენერგიის მიწოდება გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო დროებით შეეზღუდება.
8 ივლისს ელექტრო ენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდება ისანის რაიონში ნავთლუღის დასახლებას, ჭრელაშვილის, ნავთლუღის და წერნაკის ქუჩებს
სამგორის რაიონში ვარკეთილის IV მიკრორაიონის და ვარკეთილი-3, III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს ელექტრო ენრგია 10 საათიდან 17 საათამდე არ მიეწოდებათ,
10 საათიდან 17 საათამდე ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ასევე საბურთალოს რაიონს, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონის, I, II, III, IV კვარტლებს, პიკასოს, ჟღენტის, ნუცუბიძის , ამაშუკელის და ძოწენიძის ქუჩებს, ხოლო 10 საათიდან 15 საათამდე ვაჟა-ფშაველას II კვარტალს და გამრეკელის ქუჩებს,
ხვალ ასევე ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება მთაწმინდის რაიონში 9 საათიდან 18 საათამდე რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასევე ნაძალადევის რაიონში გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.