გუშინ ლანჩხუთმა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი "კავკასია-2016"-ის დასკვნით ტურს უმასპინძლა.
ფოლკლორის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფიულ კოლექტივებთან ერთად ერთად ლატვიის, რუსეთის, ისრაელის, ინდოეთის, სომხეთის, ირანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ ორგანიზებულ საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალს ლანჩხუთში პირველად გასულ წელს გაიმართა.