მარტვილში, მაშველები აბაშის წყალში დაკარგული ერთის ნაცვლად, უკვე ორ ადამიანს ეძებენ. გვიან ღამით 16 წლის მოზარდის ძებნის ოპერაციაში ჩართული ერთ-ერთი მოხალისე დაიკარგა. გავრცელებული ინფომრაციით, ის 45 წლამდე ასაკის ადგილობრივი მცხოვრებია.
ამ ეტაპზე დგინდება ის პერიმეტრი, საიდანაც მამაკაცი გაუჩინარდა. ძებნის ოპერაცია ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ნაპირზე მიმდინარეობს, უამინდობის გამო პროცესში მყვინთავების ჩართვა ვერ ხერხდება.
16 წლის მალხაზ ბერიშვილი მდინარეში ხიდიდან საბანაოდ დღის ბოლოს გადახტა.