ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ნატო-ს წევრი ქვეყნის ლიდერებს მოუწოდებს, რომ დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლა ალიანსის თავდაცვის უნარზე არ უნდა აისახოს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
"ვარშავაში, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით დაკისრებული მოვალეობა, რაც ნატო-ს ყველა წევრის დაცვას ითვალისწინებს,"_აცხადებს ობამა.
მისივე თქმით, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას თავისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მოსკოვისთვის სანქციების დაწესების გზით, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებას.
"ჩვენ უნდა გავზარდოთ მდგრადობა ახალი საფრთხეების, მათ შორის კიბერ თავდასხმების წინააღმდეგ,"_აცხადებს ობამა.
მისივე თქმით, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი რუსეთიდან არსებული საფრთხის გამო ნატო-ს მუდმივი ჯარების ყოფნას მოითხოვენ.
კრიტიკოსების თქმით, ნატო-ს გეგმამ შესაძლოა რუსეთის ქმედებები ვერ შეაჩეროს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კრემლში აცხადებენ, რომ ნატო ყოფილ საბჭოთა ტეროტორიაზე სულ უფრო და უფრო იჭრება მისი გავლენის სფეროში.