მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ივლისის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, 12 ივლისამდე წვიმაა მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, წვიმასთან ერთად შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდეს ქარი, ასევე მოსალოდნელია ზოგიერთ რეგიონში სეტყვაც.
უახლოესი 3 დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 23-დან 28 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.