მთელი დღის კოკისპირული წვიმის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები დაიტბორა. მძიმე ვითარებაა სილაურსა და ჯუმათში _ ჯუმათში ხეებია წაქცეული, დატბორილია საყანე ფართობები, სილაურში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო.
"გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით.