საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 26 ივლისს ოზურგეთში ჩამოვა. პრემიერის ვიზიტი არჩევნებს უკავშირდება. "გურია ნიუსის" ინფორმაციით მთავრობის მეთაური ოზურგეთის და ჩოხატაური/ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს, რომელთა ვინაობა ამ დრომდე გაურკვეველია.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანდიდატების ვინაობა ცნობილი მომავალ კვირაში გახდება. გვითხრეს ისიც, რომ როგორც ოზურგეთში, ასევე ჩოხატაურსა და ლანჩხუთში წარსდაგდენად, ამ ეტაპზე, რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ.
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ჯერ არავინ ფლობს, მმართველი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებში პრემიერის დასახვედრად ემზადებიან და გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში იმ ადამიანთა სიებს აგროვებენ, რომლებსაც 26-ში პრემიერთან შეხვედრის სურვილი აქვთ.