შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული რამაზ მ. ნარკოდანაშაულისთვის ხობში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებით, რამაზ მ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.