გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს კაბინეტში შესასვლელი კარი ჩაეკეტა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში სალუქვაძე კარის გაღებას თავად ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამის გამო სალუქვაძე ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს თავისი მოადგილის კაბინეტში შეხვდა.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მერიც ესწრება და იქ სტიქიის გამო შექმნილ პრობლემებს განიხილავენ.
პ.ს. რამდენიმე წუთის წინ გუბერნიის თანამშრომლების დახმარებით კაბინეტის ჩაჭედილი კარის გაღება შეძლეს და შეხვედრის მონაწილეებმა გუბერნატორის კაბინეტში გადაინაცვლეს.