ამ დრომდე არ არის დადგენილი თუ რა ზიანი მიაყენა სტიქიამ გურიის მუნიციპალიტეტის სოფლებს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ბჟუჟი. ეს ფოტოები ბჟუჟის ხეობაშია გადაღებული. მდინარემ ბჟუჟმა ხეები და ღორღი მთიდან ბარში ჩამოიტანა. ამ წუთებში გურიაში არ წვიმს და ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.