შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი, რომელიც დღეს ფონდმა "ქართუმ" სახელმწიფოს გადასცა, 30 ივლისს გაიხსნება.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ულტრათანამედროვე დარბაზს მსოფლიო ვარსკვლავი კრისტინა აგილერა გახსნის.
საკონცერტო დარბაზში მთელი ზაფხულის განმავლობაში კონცერტებია დაგეგმილი.
როგორც დღეს პრემიერმა განაცხადა, "ქართუს" დაფინანსებით, Black Sea Arena-ს სცენაზე მსოფლიო ვარსკვლავები იმღერებენ.
ჩვენი ინფორმაციით, აგილერას გარდა დასრულებულია მოლაპარაკება ვანესა მეისთან, რომელოც კონცერტს აგვისტოში გამართავს.