შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ვაჟა გ. თბილისში, გლდანის დასახლებაში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვაჟა გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის, 2 არარეგისტრირებული პისტოლეტი, არარეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო თოფი და 27 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).