_ ასე თუ გააგრძელებთ, მე დავრეკავ იმ ადამიანებთან, ვისაც თავიდან შევუთანხმდი და შეხვედრას დავხურავ, რადგან თქვენთან ვერ ვთანხმდები…
_ ის პრესზონა, რომელიც თქვენ გამოყავით, სამუშაოდ მოხერხებულია? იქნებ წამოხვიდეთ და ნახოთ, რა ადგილი შეურჩიეთ ჟურნალისტებს სამუშაოდ.
_ ჩემი უფლებაა ეს და ნუ იზამთ იმას, რომ შეხვედრა დავხუროთ. იმუშავეთ შეთანხმებული წესებით. აქ ლაივი კეთდება და ვერ დავუშვებ თქვენ ხელი შეუშალოთ კამერებს, მხოლოდ ხმის ჩაწერის უფლებას მოგცემთ.
_ თქვენ ფოტოების გადაღების უფლებასაც არ გვაძლევთ პრეზიდენტის ვიზიტამდე საათნახევრით ადრეც კი…
_ მე მოგცემთ ჩემს ფოტოებს, რამდენსაც გინდათ.
_ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ფოტოები თქვენ მოგვცეთ. ეს ჩვენი სამუშაოა, თავადვე გვინდა გადაღება და ეს ჩვენი უფლებაა.
_ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ პრესისთვის სპეციალური ზონაა გამოყოფილი და იქ შეგიძლიათ იმუშაოთ. საერთოდ, ასეთ შეხვედრებზე პრესას არ ვუშვებთ, ასე იქცევა ყველა პრეზიდენტი და ასეა ყველა ქვეყნაში, მაგრამ ჩვენ გაქვს შეთანხმება, რომ იმუშავებთ სპეციალურ ზონებში. აქ იქნება ლაივი და ყველა ტელეკომპანიას აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში გადასცეს შეხვედრა. თქვენ ეს შეხვედრა შეგიძლიათ “მაესტროს”, “კავკასიის” ან სხვა ტელეკომპანიის ეთერით ნახოთ. მგონი, ყველაფერი ავხსენი და თუ ასე არ იქნება, მე შეხვედრას დავხურავ, რადგან ეს ჩემი უფლებაა, _ ამბობს ნადირაშვილი, რომელიც, მისივე სიტყვებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, პრესის ჟურნალისტებს არათუ საქართველოში, მსოფლიოში არ ცნობს.