_ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც იწყებს განათლების სამინისტრო, პრეზიდენტის ინიციატივით. 100 000-ზე მეტი სტუდენტი უფასოდ მიიღებს “აიდი” ბარათს, _ განაცხადა ვაშაძემ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, ბოლო დროს ხშირად იმართება მსგავსი პრეზენტაციები და შეხვედრები და უკავშირდება თუ არა ეს ღონისძიებები მოახლოებულ არჩევნებს, ვაშაძემ გვიპასუხა:
_ გასულ წელს ასეთი ბევრი პროექტი გავახრორციელეთ და ეს არანაირად არ უკავშირდება არჩევნებს.