ჩვენი წყაროს თქმით, შეხვედრაზე საუბარი ივანიშვილის და მისი გუნდის ოზურგეთში სტუმრობას შეეხება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილის აქციისთვის ოზურგეთში ადგილის გამოყოფა “ადგილის არქონის” გამო ვერ მოხერხდება.
ამ ინფორმაციას ჯერჯერობით გურული მაღალჩინოსნები არ ადასტურებენ, თუმცა, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მშენებლობების მსგავსად, სხვა დიდ ტერიტორიაზე, სადაც აქციის გამართვაა შესაძლებელი, სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.