ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიშობს, რომ მიგრანტების რიცხვის ზრდა ტერორიზმის საფრთხეს ზრდის. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვაშინგტონში დაფუძნებული კვლევის ცენტრის ცნობით, საფრანგეთის – 46%, ბრიტანეთის- 52%, გერმანიის- 61%, პოლონეთის – 71, ხოლო უნგრეთის მოსახლეობის 76% მიიჩნევს, რომ მიგრანტების რიცხვის ზრდა მათ ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეს ზრდის.
როგორც გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს მუსლიმი მიგრანტები ევროპაში შეღწევას მასიურად ცდილობენ, ხოლო მათ ნაწილს "ისლამურ სახელმწიფოსთან" აქვს კავშირი.