პროექტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა დიმიტრი შაშკინმა. მან ისაუბრა ამ პროექტის მნიშვნელოვან და დადებით მხარეებზე.
“გურია ნიუსმა” სცადა, დიმიტრი შაშკინისთვის რამდენიმე კითხვა დაესვა, მაგრამ განათლების სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა ამის უფლება არ მოგვცა. მისი თქმით, კითხვებზე მოგვიანებით გაგვცემს პასუხს.
ირმა ნადირაშვილის თქმით კი, სტუდენტებთან შეკითხვების დასმა და გასაუბრება პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შეგვეძლება.