ესპანეთში ლეონიდ ჩერნოვეცკის შვილი სტეპან ჩერნოვეცკი დააკავეს. ესპანური მედიის ცნობით, გამოძიება მას ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.
ესპანელმა სამართალდამცავებმა სტეპან ჩერნოვეცკისთან ერთად კიდევ 11 ადამიანი დააკავეს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლეონიდ ჩერნოვეცკი კატეგორიულად უარყოფს.
"დღეს დილით საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვე, რომ ჩემი ვაჟი, ესპანეთში, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს!
საშინელი ამბავი, რომელიც ესპანელმა ჟურნალისტებმა გააზვიადეს!
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემივაჟი არასდროს ყოფილა ისეთი საქმით დაკავებული, რომელიც დანაშაულთან არის დაკავშირებული! მას ეს არ სჭირდება, რადგან მის ანგარიშზე, უკრაინაში ბანკის გაყიდვის შედეგად, პატიოსანი გზით მიღებული თანხები საკმარისად აქვს! ისპატიოსანიადამიანია! დამისაბაძადკანონმორჩილი!
ჩემი ვაჟი არ არის დაკავებული! ეს ტყუილია, ის ბარსელონაში, თავის სახლშია, სადაც ამ მომენტისთვის პოლიციის შეკითხვებს პასუხობს იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც რაღაც კავშირშია ამ ვითარებასთან.
სტეპანის დაკავება რომ სურდეთ, ის დიდი ხანია დაკავებული იქნებოდა! ესპანეთში ადამიანის დაკავება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
დარწმუნებული ვარ დღეს საღამოს პოლიცია ჩემს ვაჟს ბოდიშს მოუხდის, მაგრამ ვინაიდან მათ ეს ამბავი
პრესაში ოფიციალურად განაცხადეს, ჩემი ოჯახი ამას უპასუხოდ არ დატოვებს! ჩვენ ბარსელონის პოლიციას ჩემი ვაჟის შესახებ ცრუბრალდების გამო სერიოზულ სარჩელს წარვუდგენთ და მილიონობით დოლარს, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ჩემს შვილს კომპენსაციის სახით გადაუხდის
( ესპანეთში მსგავს საკითხებს სასამართლო ადვილადწყვეტს),ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.
მე მშვიდად ვარ, წინაამღდეგ შემთხვევაში ბარსელონაში გავფრინდებოდი და ჩემი ვაჟის გვერდით ვიქნებოდი, რადგან იგი ძალიან მიყვარს და როგორც შვილს და ბიზნესმენს, დიდ პატივს ვცემ! მას კარგი სახელია ქვს და მე მასში დარწმუნებული ვარ!
ხვალ მეკიდევ ვაპირებ ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას, ან შესაძლოა ჩემმა ვაჟმა პირადად გააკეთოს განცხადება!"-აღნიშნულია ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადებაში.