"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელმარ ბროკის პასუხს აქვეყნებს.
"დღეს უვიზო რეჟიმზე ეს პასუხები მივიღე…
"წესების დაცვა და ვალდებულებების შესრულება მარტო პარტნიორებს არ უნდა მოვთხოვოთ. ეს ჩვენც გვეხება.საქართველომ შეასრულა სამოქმედო გეგმა. ახლა ევროკავშირის დროა. უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს პოლიტიკური კალენდარი. გვაქვს ამბიცია, რომ პროცესი არჩევნებამდე დავასრულოთ".
"შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ მაქსიმალურად სწრაფად. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება სექტემბერში"- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელმარ ბროკმა", _ წერს საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე ქარდავა.