რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გურიას სტუმრობს. მინისტრის პირველად ჩოხატაურს ესტუმრა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა.
ჯავახიშვილი ჩოხატაურიდან ოზურგეთში გაემართა, სადაც სოფელ ჯუმათსა და სილაურში, 8 ივლისს, სტიქიისგან დანგრეული ხიდის აღდგენის პროცესს მოინახულებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი გურიაში ვიზიტს ლანჩხუთში დაასრულებს, სადაც სტიქიისგან მიყენებული ზარალი მილიონ ლარს აღემატება.