ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ თუ თანამდებობიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილიც წავიდოდა, სამთავრობო კრიზისი შეიქმნებოდა.
"პოლიტიკაში შემთხვევითობები იშვიათია.
გიგლა აგულაშვილმა იხსნა კვირიკაშვილი და მთავრობა სახლში გაშვებისაგან, საზოგადოება კი სამთავრობო კრიზისისაგან (წინასაარჩევნოდ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების სირთულის გათვალისწინებით).
განათლების მინისტრი უკვე შეცვლილია – ეტა რაზ, კალაძე, სერგეენკო, სუბარი – ეტა ჩეტირე, ხიდაშელი, ზაქარეიშვილი და აგულაშვილი – ეტა იქნებოდა სემ 😉
კონსტიტუციურად მეშვიდე ცვლილება ნდობის დადასტურებას საჭიროებს.
ჰოდა, ასე იხსნეს მთავრობა. ძნელად წარმოსადგენია გიგლას დათოსგან და თინასგან გამიჯვნა. მოზომილი კომენტარებიც ამყარებს პოლიტგარიგების ეჭვს. არც გიგლას და სხვა რესპუბლიკელების კომენტარები ან ქცევა მიანიშნებდა პოლიტგაყრას.
ასე რომ არჩევნებისშემდგომი გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
ეს კი კონსტიტუციის ამონარიდია:
პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას.
მუხლი 81 პრიმა || საქართველოს კონსტიტუცია", _ წერს სოციალურ ქსელში ლევან ალაფიშვილი.
ამავე თემაზე:
"რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობას ტოვებენ
მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა – აგულაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ნოდარ ჯავახიშვილი: "როგორც ჩანს აგულაშვილი მაინცდამაინც თავგადაკლული "რესპუბლიკელი" არ იყო"