"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩოხატაურის ყოფილი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე მაჟორიტარობას აპირებს. როგორც გვითხრეს, ჩიგოგიძე კენჭისყრას თბილისში გეგმავს.
"გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:
_ ვაპირებ დამოუკიდებლად ვიყარო კენჭი ჩემს უბანში _ გლდანში, კონიაკის დასახელებაში. იქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
თუმცა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ვასილ ჩიგოგიძემ.