https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კეცის ხაჭაპური და ადესა გურული იუმორის თანხლებით _ “პარადოქსების მხარე” გელით

12:07; 13.07.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"გურული დღიურები" წავიკითხეთ. დარჩა ის, რასაც ვერ წავიკითხავთ, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ გურიაში ტურიზმის მასშტაბურ კამპანიას – გავიაროთ გურული დღიურების გზა ყველაზე საინტერესო გურულ მეგზურთან გიორგი კეკელიძესთან ერთად. ჩვენი გუნდი იღებს ჩვენი დროის ყველაზე საინტერესო გამოწვევას და საშუალებას გაძლევთ ყველა მსურველს ერთად მოვიაროთ "პარადოქსების მხარე". გომისმთიდან ბახმარომდე, კეცის ხაჭაპური, ადესა, ქართული გიტარა და დაუვიწყარი გურული იუმორი", _ ამ საინტერესო შეთავაზებით, ტურისტული კომპანია Welcome Georgia გურიაში ტურიზმის მასშტაბურ კამპანიას იწყებს.

რა მარშრუტებს სთავაზობენ გურიაში მოგზაურობის მსურველებს, რა დაგიჯდებათ ეს სიამოვნება და ვინ გიმასპინძლებთ საქართველოს ულამაზეს მხარეში, ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" Welcome Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერს,  ნინიკო ქორიძეს ესაუბრა.

_ნინიკო, საიდან გაჩნდა გურიაში სპეციალური ტურისტული მარშრუტის გაკეთების იდეა?

_გურიაში ტურისტული პოტენციალი რადგან არ არის, აქტიურად დავიწყეთ ორი თვის წინ მუშაობა, რომ იქ სიახლე შეგვეტანა. რადგან ვემსახურებით უცხოელებს, ქვეყნიდან არავინ არ გაგვყავს, პირიქით, ჩვენს ტურისტულ კომპანიას აქეთ შემოჰყავს ვიზიტორები, გადავწყვიტეთ სიახლე შეგვეთავაზებინა მათთვის. გურიაში არცერთი ტური არ კეთდება. მე თვითონ გურული ვარ და პირველი ინიციატივაც ჩემგან წამოვიდა. მართალია ყველა იძახის, რომ გურიაში არაფერია სანახავი, არ არის ინფრასტრუქტურა ხალხი რომ დააბინავო და საერთოდ, გურია შორს არის ტურიზმისგან, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი იდეა იდეად არ დარჩა ჩვენი კომპანიის დირექტორის ტატო კუბლაშვილის წყალობით, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ პროექტის რეალობად გარდაქმნაში. რომ არა ტატოს გვერდში დგომა, კიდევ დიდხანს ვერ მოხერხდებოდა ტურისტების მოზიდვა გურიისკენ. ზოგადად ძალიან სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვთ გურიასთან. თუმცა,  შარშან ჩვენი მეგობარი ტურისტები იყვნენ ჩამოსულები და გვთხოვეს ისეთი რამ გვეჩვენებინა, რაც აქამდე არ უნახავთ. სწორედ ტატოს ინიციატივით წავედით მაშინ ბახმაროში და იმდენად განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ სტუმრებს, მივხვდით რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა სპეციალური ტური.

_ პირველი თქვენი გასვლა გურიაში შარშან იყო?

_ შარშან მეგობრული გასვლა იყო გურიაში. წელს გადავწყვიტეთ, რომ აქტიურად დაგვეწყო პროცესი და გვეპოვა ადამიანი, რომელსაც ჩვენზე უკეთ ეცოდინებოდა გურია. გიორგი კეკელიძის პროექტში ჩართვის იდეაც ასე გაჩნდა. ვეძებდით იმას, რაც ჩვენ არ ვიცოდით გურიაში. გიორგიც საკმაოდ დაინტერესდა და მხარდაჭერით შეგვხვდა. განსაკუთრებული მადლობა მას ამისათვის. ფაქტიურად იდეის თანაავტორია და ერთად ვცდილობთ ამ პროექტის გაკეთებას. გიორგის ინიციატივაა, რომ პროექტს "გურული დღიურების გზა" ჰქვია. ის პირველი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც პროექტს მხარი დაუჭირა და ამასთან, სრულიად უსასყიდლოდ.

_ვისთვის იგეგმება ეს ტურები? მხოლოდ უცხოელებზე გაქვთ გათვლილი?

_თავიდან იგეგმება ქართველებისთვის, რომ რეგიონის პოპულარიზაცია მოხდეს. ადგილზე ვისაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ყველა ხელჩაქნეულ მდგომარეობაშია, აქაურობას არაფერი არ ეშველება და არც არავინ ჩამოვაო. თუმცა არის ადგილზე ხალხი, რომლებსაც აქვთ რესურსი რომ გააკეთონ საოჯახო სასტუმროები და მიიღონ სტუმრები. რომ დაინახეს ამ პროექტს აქვს რეალიზების და განვითარების საშუალება, აქტიურად დაიწყეს ჩართვა. გვინდა გურია ცოტა გამოცოცხლდეს. თავიდან ამ პროექტის სულის ჩამდგმელი გიორგი კეკელიძე იქნება. თუმცა, როცა გიორგი ვერ შეძლებს პროექტში ჩართვას, აუცილებლად იქნება ხალხისთვის საყვარელი გურული ჩვენთან ერთად. თუმცა ეს არ იქნება გიდი. გიდები ცალკე გვყავს, სამი ადამიანია შერჩეული, რომლებიც ამ პროექტით დაკავდებიან. ესენი არიან გიდები, რომლებსაც არა მარტო ჩვენთან უჭირავთ თამასა – ვლასი ვაწაძე, ვახტანგ გვეტაძე და ლალი ჯაბანაშვილი. სამივე საინტერესო ადამიანია და საოცარი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ პროექტში. სწორედ ლალი ჯაბანაშვილის წყალობით უკვე საქართველოშია 1940 წელს შვეიცარიაში არჩილ გურიელის მეუღლის ჰელენა რუბინშტეინის მიერ GOURIELI-ით ბრენდირებული სარკე, რომელიც მეც კი არ მინახავს ჯერ და სტუმრებთან ერთად ვნახავთ დიდი სტარტის დღეს.

_რამდენი ხანი გრძელდება ტური?

_ ტური სამდღიანია. პირველი გასვლა 22 ივლისს გვაქვს და უკან 24-ში ვბრუნდებით. ჯგუფი უზრუნველყოფილი იქნება ღამისთევით, საუზმითა და ვახშმით, საინტერესო სანახაობებით და ამასთანავე ჯგუფთან ერთად იქნება კიდევ ერთი ცნობილი გურული, რომელიც ამ სამი დღეს ჯგუფთან ერთად გაატარებს. პირველ ეტაპზე ეს იქნება გიორგი კეკელიძე.

_თუ გაქვთ დაგეგმილი კონკრეტული მარშრუტები და რა  პირობები ხვდებათ ადგილზე ტურისტებს?

_მარშრუტი გომის მთიდან ბახმარომდეა, ვნახავთ ყველაფერს, რისი ნახვაც შეიძლება სამ დღეში მოესწროს. მარშრუტშია ლანჩხუთის სპორტის მუზეუმი, სადაც არის დაცული ცნობილი დროშა, როდესაც "გურია" უმაღლეს ლიგაში გადავიდა, ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის სახლმუზეუმი და ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია, მათ შორის ნაკლებად ცნობილი ამბებიც, მაგალითად,  გურულ წმინდანზე ფილიმონ ქორიძეზე, იქნება ფირალების, ლელობურთის და გურიის რესპუბლიკის ამბებიც. ბევრ ისეთ ამბავს მოუყვებიან ტურისტებს გიდები, რაც ნაკლებად არის ცნობილი, იუმორით შეზავებულია ეს ყველაფერი.

 ორი ღამისთევა გვექნება გურიაში სპეციალურად შერჩეულ სასტუმრო სახლებში. ეს არის ტიპიურად გურული სახლები და იქაურობისთვის დამახასიათებელი. ასევე, ტურისტებს საინტერესო მარნების ნახვა მოუწევთ, მათ შორის ვახუშტი მენაბდის მარნის,  რომელიც საგანგებოდ ემზადება ჩვენს დასახვედრად. პროექტის დაანონსებისთანავე მენაბდეებმა დაიწყეს საგანგებო მზადება, მოაწესრიგეს ინფრასტრუქტურა, დაიმატეს ბიჭების კიდევ ერთი ბრიგადა და უკვე მზადაა ოდა, ბეღელი, ნალია, ფანჩატური, ვერანდა, თონე, ჭა, ქუხნა. ამ ყველაფრისთვის განსაკუთრებული მადლობა ვახუშტი მენაბდეს. ეს ყველაფერი ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცევა სტუმრებისთვის. მისი და კიდევ ბევრი კარგი გურულის წყალობით იმედია უკვე წლევანდელ სეზონზე ბევრი სტუმარი ეყოლება გურიას.

ასევე, დიდი სიახლე იყო ის, რომ აღმოვაჩინეთ მეღვინე ქალი, ია მამალაძე, რომელსაც გურიაში, ჩოხატაურში ჩხავერის ვენახები აქვს. დიდი მადლობა მას, რადგან პროექტს უსასყიდლოდ უწევს მხარდაჭერას, მისი ღვინის მეურნეობა დამატებით ელფერს სძენს ტურს.  პირველი დიდი კომპანია, რომელიც დაინტერესდა "გურული დღიურების გზით" არის "გურიელი" და და ასევე განსაკუთრებული მადლობა ბატონ მიხეილ ჭკუასელს, რომელიც პირადად დაგვიკავშირდა და საინტერესო და სასიამოვნო მოულოდნელობებს უმზადებს სტუმრებს.

დავათვალიერებთ "გურიელის" ჩაის ქარხანას და პლანტაციას. გარდა ამისა, ჩხაკაურაში არის საკალმახე, რომლის მეპატრონეც დაინტერესდა ჩვენი ტურით და უკვე აშენებული აქვს კოტეჯები, ვიზიტორების მისაღებად. ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

_ რა ჯდება სამდღიანი ტური გურიაში?

_ ფინანსურად ყველაზე ნაკლებმომგებიანი პროექტია რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. ძალიან მიზერულ თანხებზეა  გათვლილი, რომ ქართველებმა შეძლონ პირველ რიგში წასვლა. ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის აღმოჩენა და შემდეგ სხვას შევთავაზოთ.

სამი დღე და ორი ღამე 200 ლარი დაუჯდებათ ტურისტებს. ფასში არ შედის მხოლოდ შუადღის კვება, რადგან გზად არ არის რესტორნები, სადაც შეიძლება ავტობუსით ხალხი მივიყვანოთ და გამოვკვებოთ. პროგრამა არის საკმაოდ დატვირთული, ამიტომ გვირჩევნია, რესტორნებში დროის დახარჯვას, მეტი სანახაობა ვაჩვენოთ ვიზიტორებს და შუადღისას პიკნიკი გავშალოთ. ერთი ღამისთევა იქნება სოფელ ხიდისთავში, დაკა ბერძენიშვილთან, ხოლო მეორე ინგა დუმბაძესთან ოზურგეთთან ახლოს, სოფელ ბაღდადში. ვახშმებიც იქნება გურული კერძებით და გურიისთვის დამახასიათებელი საჭმელებით.

_როდის იგეგმება  იგივე ტურის გაკეთება უცხოელი ტურისტებისთვის?

_გვყავს რამდენიმე უცხოური პარტნიორი კომპანია, რომლებიც ჩვენთან სისტემატურად თანამშრომლობენ და თანახმა არიან ამ სეზონზე შევიყვანოთ მარშრუტში გურია. აგვისტოში 11 ადამიანი ჩამოდის ლატვიიდან და 11 დღიანი ტურიდან სამ დღეს გურიაში გავატარებთ.  გვაქვს მოლაპარაკება პოლონურ სააგენტოებთანაც, რომლებიც უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ახალი პროექტით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ჩავუშვით ახალი პროდუქტი გურიის მარშრუტით და ვმუშაობთ 2016 წლიდან  ტურისტების უფრო დიდი ნაკადის მოზიდვაზე.

_თუ აპირებთ ახალი მარშრუტების დამატებას?

_ აუცილებლად დავამატებთ გაისისთვის საფეხმავლო მარშრუტებს. ჯერჯერობით ამ მარშრუტების დამუშავება მიმდინარეობს. ბევრი ასეთი ადგილი სახიფათოა, ამიტომ წინასწარ ვამუშავებთ მაქსიმალურად  უსაფრთხო ადგილებს.

_პირველი ჯგუფი უკვე შეკრებილია? რამდენ ადამიანს წაიყვანთ პირველ ეტაპზე?

_შეკრება უკვე დაწყებული გვაქვს. საბოლოო მონაცემებს ვაზუსტებთ. 45 ადამიანის წაყვანაც შეგვიძლია ერთად, თუმცა ამ ეტაპზე ეს მაქსიმალური რაოდენობაა. პირველი გასვლა იქნება დაახლოებით 15-20 კაციანი და ჯერჯერობით ჯგუფი შევსებული არ არის, ასე რომ ჯავშნების მიღება გრძელდება და ველით უფრო აქტიურ დაინტერესებას.

_ რით გამოირჩევა ეს პროექტი სხვებისგან?

_ ეს არის ტური, რომელიც ასეთი მასშტაბით გურიაში არ გაკეთებულა. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მთელი წლის მანძილზე გავაკეთოთ ეს ტურები ვიზიტორებისთვის და არა მარტო ზაფხულში იყოს გურია ხელმისაწვდომი ტურისტებისთვის. ზამთარში ძალიან საინტერესოა კალანდის თემა, ზაფხულში ბახმარო და გომისმთა. უამრავი ისეთი ადგილია, რომელიც ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. გარდა ამისა, ტურისტების ხელმისაწვდომობისთვის ვფიქრობთ, რომ მხოლოდ თბილისიდან არ წავიყვანოთ ტურისტები, ვგეგმავთ მარშრუტები გავაკეთოთ ქუთაისიდანაც.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად დაფიქსირდება ყველაზე დაბალი ტემპერატურა _ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:04; 4 თებერვალი, 2026

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით კიდევ ერთი საქმის განხილვა დაიწყო

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026
ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
პოლიტიკა

ვხედავთ მცდელობას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნას წარმოჩენილი _ პაპუაშვილი

10:10; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო