სოციალური მედიის წარმომადგენელი და ბლოგერი სალომე ბარკერი "ფეისბუქში" ბოლო დღეებში ქმრების მიერ მოკლული ცოლების თემასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.
"ყოველ სამ მოკლულ ცოლზე საქართველოში მოდის:
10 კარის მეზობელი – "კი გვესმოდა შვილო ჩხუბი და წივილ-კივილი ეს ბოლო წლებია, მაგრამ რა ვიცოდით.."
15 უბნის ბირჟავიკი – "არა ეხლა ეგ ოჯახის საქმეა და ჩვენ ვერ ჩავერეოდით.."
20 პატრულის თანამშრომელი – "აღარ ვიზამო გვპირდებოდა, ხელწერილიც დაგვიწერა და ანუ მოკლა მაინც?"
30 ბიჭის ნათესავი – "მშვენიერი ბიჭი იყო და რავიცი, ბავშვობიდან უწესიერესი.. ცოტა ძნელი ხასიათი ჰქონდა, ეტყობა რაღაცა ვერ მოითმინა, ხო იცით კაცის ამბავი.."
30 გოგოს ნათესავი – "კი მოდიოდა ხოლმე დალურჯებული მარა ვეუბნებოდით მა როგორ გინდაო, პრობლემები ყველა ოჯახშია.."
10 ბიჭის ძმაკაცი – "აუ მაგან ეტყობა გაჭედა რაღაცაზე თორე აი მაგრა უყვარდა რაა, იმენა ბავშვობიდან გიჟდებოდა, შვილების დედაა ტო რას ლაპარაკობ.."
10 გოგოს დაქალი – "ვაიმეეე, რას ამბოობთ, ძაან უყვარდათ ერთმანეთი აი ძაან, ნუ ის პროსტა ცოტა ეჭვიანი იყო და რაღაცებს უკრძალავდა ხოლმე.. აი მოკვლას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი.."
1000 მღვდელი – "მკვლელობა კი ცოდვაა, მაგრამ მაგაზე დიდი ცოდვა იცით რა არის?! ცოლი რომ ქმარს არ უჯერებს შვილო.."
150 პარლამენტარი – "ფემიციდი რა შუაშია?"
200 მედიასაშუალება – "ექსკლუზივი: ნახეთ როგორ ფოტოებს დებდა მოკლული ცოლი ფეისბუქზე და რაზე მოუვიდათ ბოლო კონფლიქტი ცოლ-ქმარს"
2500 ფეისბუქ ფრენდი – "უმიზეზოდ რატო მოკლავდა კი მაგრამ? რაღაცა მოხდა ეტყობა.."
5000 ფეისბუქ ფრენდის ფრენდი – "რას მიყვებოდა ცოლად რომ მიყვებოდა? ეფიქრა წინასწარ"
10,000 ფეისბუქ ფრენდის ფრენდის ფრენდი – "რა ქალზე ძალადობა? ერთი და ორი შემთხვევით ნუ ვიმსჯელებთ რა ძალიან გთხოვთ, ამ ქვეყანაში რა რა და ქალის პატივისცემა ნაღდად არ გვეშლება!"
50,000 ფეისბუქ ექაუნთი – "და კაცებს რო კლავენ მაშინ რატო არ ყვირიხართ?"
200,000 ფეისბუქ ექაუნთი – "მოიქეცით წესიერად და არ მოგკლავენ"
თუ ყველანი მოვინდომებთ – ყველა რიცხვი შემცირდება."– წერს ბლოგერი.