გავრცელებული ინფორმაციით, ის სოფელ მერიაში, მექანიზაციის ცენტრის სანახავად წავიდა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლები არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში ჩასულ პრეზიდენტს მანქანასთან გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მიეგება. მიხეილ სააკაშვილს თან არ ახლდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
პრეზიდენტმა სიტყვა სტუდენტური დასაქმების პროგრამის პრეზენტაციით გახსნა, რომელიც 25 000 სტუდენტზეა გათვლილი.