იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ გაბინაშვილი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა. მას საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი, საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი გიორგი ჩემია კი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ არ აირჩიეს.
ამ ვაკანსიაზე მეორე ტურში გადავიდნენ მაია ოშხარელი და გიორგი ჩემია, თუმცა მეორე ტურში ვერც ერთმა მათგანმა საბჭოს სრული რაოდენობის 2/3 ხმის მოგროვება ვერ შეძლო, შესაბამისად, მოსამართლედ არავინ აირჩიეს და ადგილი ვაკანტური დარჩა.
გიორგი ჩემია მეორე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის ვაკანსიაზეც არის წარდგენილი.
გიორგი ჩემიას და მერაბ გაბინაშვილის კანდიდატურები დღეს საბჭოსთან გამართულ აქციაზე გააპროტესტეს.
მერაბ გაბინაშვილი მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა.