12 ივლისს, ჩოხატაურში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ შედგა „გამარჯვებულ ქალთა“ კლუბის პრეზენტაცია. კლუბში გაერთიანდებიან ძუძუს კიბოთი დაავადებული და დაავადებაზე გამარჯვებული ქალბატონები. კლუბი დაფუძნდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, მაია პაიჭაძის უშუალო ინიციატივითა და საკრებულოს ხელშეწყობით. კლუბის თავმჯდომარედ აირჩიეს ირმა გურგენიძე, რომელიც წლების წინ თავად იყო პაციენტი, თუმცა, მან შესძლო არსებულ პრობლემასთან გამკლავება და დღეს იგი უკვე „გამარჯვებულია“