ავსტრალიელმა მეცნიერებმა ანტარქტიდაში ალმასების არსებობა დაამტკიცეს.
გეოლოგებმა ყინულის ქვეშ ალმასების პირველი წყარო აღმოაჩინეს. ალმასების არსებობა ანტარქტიდაში უკვე დამტკიცებულია.
სამწუხაროდ, მეცნიერების აღმოჩენას მხოლოდ წმინდა სამეცნიერო დანიშნულება აქვს, რადგან საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, ანტარქტიკაში რაიმე სახის სამთო სამუშაოების ჩატარება აკრძალულია. ამასთან, სამუშაოების ექსტრემელურ პირობებში წარმოება ალმასის თვითღირებულებას ზრდის.
რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ალმასების რესურსების უმდიდრესი ბაზა რუსეთშია. ქვეყანაში ალმასების შესწავლილი მარაგი მილიარდ კარატს აჭარბებს.